ფეხბურთი

19:05 | 10.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდერ-არნოლდი და კლოპი პრემიერლიგაში საუკეთესოები არიან

ინგლისური „ლივერპულის“ მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი პრემიერლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ინგლისელმა გასულ თვეში ხუთ თამაშში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. ეს ჯილდო არნოლდმა კარიერაში პირველად მიიღო. 21 წლის ფეხბურთელმა ემილიანო ბუენდიას, დომინიკ კალვერტ-ლევინს, კევინ დე ბრუინს, ბენ ფოსტერს, დენი ინგსსა და ადამა ტრაორეს აჯობა.

საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოც „ლივერპულის“ დამრიგებელ იურგენ კლოპს ერგო. დეკემბერში მერსისაიდელებმა ხუთივე თამაში მოიგეს „ვეერტონის“, „უოტფორდის“, „ბორნმუთის“, „ვულვზისა“ და „ლესტერის“ წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ კლოპმა მიმდინარე სეზონში მეოთხედ მოიპოვა თვის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო. გერმანელმა მანამდე აგვისტოში, სექტემბერსა და ნოემბერში გამოარჩიეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111491