ფეხბურთი

16:37 | 10.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სარაგოსას" მწვრთნელმა დაადასტურა: "დიახ, პაპუნაშვილთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს"

ესპანური „სარაგოსას“ მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ ფერნანდესმა დაადასტურა, რომ გიორგი პაპუნაშვილი გუნდს ტოვებს. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ქართველის სურვილია, რომ გუნდში მნიშვნელოვანი ფიგურა იყოს.

„დიახ, პაპუსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც სურს თავს მნიშვნელოვან მოთამაშედ გრძნობდეს“, - თქვა ფერნანდესმა ხიხონის „სპორტინგთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

პაპუნაშვილს სანტანდერის „რასინგს“, „ლუგოს“, „ესტრემადურას“, ათენის „პანათინაიკოსსა“ და MLS-ის გუნდებს უკავშირებენ. თუმცა, ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არაფერია.

ჩვენებური „სარაგოსაში“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა და მას შემდეგ არაგონელთა რიგებში ჩატარებულ 57 შეხვედრაში თავი 12-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111392