ფეხბურთი

2:55 | 10.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვალვერდეს სრულად ვენდობით" - "ბარსელონაში" მწვრთნელის გათავისუფლება უარყვეს

Radio Rac1-მა გაავრცელა ცნობა, რომ „ბარსელონა“ 13 იანვარს ერნესტო ვალვერდეს დათხოვნას აპირებს. მას შემდეგ, რაც კატალონურმა გრანდმა მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მარცხი განიცადა.

თუმცა, ამ ინფორმაციას არ ადასტურებს კლუბის წარმომადგენელები გილერმო ამორი, რომელმაც ესპანური მედიის გავრცელებული ცნობა უარყო:

„მწვრთნელის დათხოვნა? მსგავსი არაფერი ხდება და საუბარიც არ გვქონია“, - თქვა ამორმა.

ვალვერდეს სრული ნდობა გამოუცხადა ლიონელ მესიმაც, რომლის განცხადებით, ფეხბურთელები მწვრთნელს ენდობიან:

„ვალვერდეს ნდობა? დიახ, ჩვენ მწვრთნელის სრული ნდობა გვაქვს. ახლა უკვე ლა ლიგის სეზონის მეორე ნაწილზე ვფიქრობთ. ნორმალურია, რომ ხალხი საუბრობს, მაგრამ ახლა ერთმანეთის გვერდით უნდა დავრჩეთ“, - თქვა მესიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11324