ფეხბურთი

20:42 | 9.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

იანგმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა

"მანჩესტერ იუნაიტედის" 34 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა ეშლი იანგმა კლუბის მიერ შემოთავაზებული ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი იუარა და იანვარში გუნდის დატოვებას აპირებს. აღნიშნული ინფორმაცია Sky in Italy-მა გაავრცელა.

Sky Sports-ის ინფორმაციით კი ანტონიო კონტეს მილანის "ინტერის" გაძლიერება სურს და ეშლისთან კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია. ასევე ცნობილი გახდა, რომ "წითელმა ეშმაკებმა" "ტრანმერ როვერსში" განათხოვრებული კემერონ ბორსვიკ-ჯეკსონი გუნდში დააბრუნა, რომელიც იანგის პოზიციაზე თამაშობს.

იანგის კლუბთან კონტრაქტის ვადა 2020 წლის ივნისის ბოლოს ეწურება და შესაბამისად, იანვრიდან უკვე უფლება აქვს ღიად აწარმოოს მოლაპარაკება ნებისმიერ მსურველ, დაინტერესბულ კლუბთან. ეშლი "მანჩესტერში" 2011 წელს მივიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 261 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 43 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.113847