ფეხბურთი

17:51 | 9.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია "ლოკომოტივის" დატოვების მთავარი კანდიდატია
მოსკოვში შესაფერის შეთავაზებას ელოდებიან

მოსკოვის „ლოკომოტივი“ მზადაა სოლომონ კვირკველია გაასხვისოს. Championat-ის ინფორმაციით, „რკინიგზელები“ აუცილებელად განიხილავენ ყველა წინადადებას, რომელიც მათვის მისაღები და შესაბამისი იქნება.

ამრიგად, გამოცემის ვარაუდით, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში „ლოკომოტივის“ დატოვების მთავარი კანდიდატი ქართველი ფეხბურთელია:

„მთავარი მოთამაშე, რომელსაც კლუბის დატოვება შეუძლია, სოლომონ კვირკველიაა. ქართველი მცველი თავდაპირველად დიდხანს იყო ტრავმირებული, გამოჯანმრთელების შემდეგ კი, ძალიან იშვიათად უწევდა თამაში. „ლოკომოტივი“ მზადაა კვირკველია გაუშვას თუ შესაბამის წინადადებას მიიღებს. ტრანსფერის ვარიანტები განიხილება, როგორც რუსულ გუნდებში, ისე ევროპულ კლუბებში. ამ საკითხის შემუშავება მიმდინარე თვეშია მოსალოდნელი“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, კვირკველიას მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი მატჩი აქვს ჩატარებული. ჩვენებურს თავდაპირველად სმოკოვის „დინამოს“ უკავშირებდნენ, ხოლო ცოტა ხნის წინ სალონიკის პაოკ-ის შესახებაც დაიწერა. თუმცა, კონკრეტული ნაბიჯები ჯერჯერობით არ გადადგმულა.

0.115005