ფეხბურთი

15:52 | 9.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი "მანჩესტერს" ელოდება

„მანჩესტერ იუნაიტედში“ ოლე გუნარ სოლსკიაერის ბედი ჯერაც გაურკვეველია და ნორვეგიელი სპეციალისტის პოსტი საკმაოდ შერყეულია. Daily Mail-ის ცნობით, „წითელ ეშმაკთა“ ბანაკში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით მასიმილიანო ალეგრი აკვირდება.

იტალიელი გასული ზაფხულიდან მოყოლებული უმუშევარია და ინგლისიდან წინადადებას დათანხმდება. გამოცემა წერს, რომ ალეგრი „იუნაიტედისთვის“ იდეალური პროფილის მწვრთნელი იქნება. თუმცა, მაქსს სერიოზული კონკურენტი ჰყავს მაურისიო პოჩეტინოს სახით, რომელიც „ტოტენჰემიდან“ დათხოვნის შემდეგ ისვენებს.

აქვე გეტყვით, რომ „მანჩესტერმა“ სოლსკიაერის თავკაცობით ბოლო ექვსი მატჩიდან გამარჯვება მხოლოდ ორჯერ მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113274