კალათბურთი

23:35 | 8.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის "იბეროსტარ ტენერიფეს" მორიგი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მე-10 ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ მორიგი ადვილი გამარჯვება მოიპოვა. ესპანელები საბერძნეთში „პერისტერის“ ესტუმრნენ და 80:54 გაანადგურეს.

ვინაიდან, „იბეროსტარ ტენერიფეს“ ჯგუფში საქმეები ძალიან ადვილად მისდის, გუნდის ლიდერი გიორგი შერმადინი სამწვრთნელო შტაბს დიდად არ დაუთვირთავს.

ჩვენებურმა 18:55 წუთში 8 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 9-ს გაუტოლდა.

„იბეროსტარ ტენერიფე“ C ჯგუფს 9 გამარჯვებით და 1 მარცხით ლიდერობს, ხოლო მომდევნო ტურში 14 იანვარს, „ნიმბურკს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112265