ფეხბურთი

22:07 | 8.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "სერხიო რამოსი საუკეთესო მცველია, ვის წინააღმდეგაც მითამაშია"

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა განაცხადა, რომ სერხიო რამოსი საუკეთესო მცველია, რომლის წინააღდმეგაც უთამაშია.

„საუკეთესო მცველი? ყოველთვის ვამბობ, რომ რამოსია. ის საუკეთესოა ვის წინააღმდეგაც მითამაშია და ერთ-ერთია, რომელთანაც ერთად ერთ გუნდში ვითამაშებდი.

2020 წელი? ველოდები, რომ პსჟ-სთან და ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ტიტულებს მოვიგებ. მინდა ჩემპიონთა ლიგისა და კოპა ამერიკის მოგება, ახალი გამოწვევები მჭირდება. დიახ, პსჟ-ს შეუძლია მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება, შემადგენლობა ყველაზე ძლიერი და გამოცდილია იმ პერიოდიდან, რაც მე გუნდში ვარ. ჩვენ გვესმის ჩვენი დონე და ვიმედოვნებთ, რომ ფინალამდე მივალთ“, - თქვა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დორტმუნდის „ბორუსიას“ შეხვედება. კოპა ამერიკა კი, ზაფხულში გაიმართება.

0.124511