ფეხბურთი

23:01 | 8.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" კრისტანტეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

იტალიურმა „რომამ“ ბრაინ კრისტანტეს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც „ჯალოროსის“ ვებგვერდი იტყობინება, იტალიელი გუნდში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.

კრისტანტე „რომას“ 2018 წელს ბერგამოს „ატალანტადან“ 26 მილიონი ევროდ შეუერთდა. მიმდინარე სეზონში იტალიელმა 10 თამაშში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

აქვე გეტყვით, რომ „რომამ“ კრისტანტემდე კონტრაქტი ალექსანდრ კოლაროვსაც გაუხანგრძლივა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113974