კალათბურთი

11:48 | 8.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძემ G ლიგაში ორმაგი დუბლი შეასრულა

"ინდიანა პეისერსმა" გოგა ბითაძე G ლიგაში გაუშვა. გოგამ "მეთ ენდში" ითამაშა, რომელიც "ვისკონსინთან" 115:121 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 38 წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 14 ქულა, 13 მოხსნა, 4 პასი და სამი დაფარება მიითვალა. გოგამ 6 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა.

"ინდიანამ" გოგა G ლიგაში მეორედ გაუშვა და ორივეჯერ ქართველმა ცენტრმა ორმაგი დუბლი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123439