ფეხბურთი

1:35 | 8.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირები და ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის"

2019-2020 წლების სეზონი შუა ნაწილში იმყოფება და ჯერჯერობით ნაადრევია იმ შედეგებზე საუბარი, რომლებიც გვიან გაზაფხულზე დადგება. ყველაფერთან ერთად საინტერესოა „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლა, რომელიც ყოველ წლიურად ჩემპიონატების მიხედვით საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა.

მოცემული ეტაპისთვის ლიდერობას რობერტ ლევანდოვსკი და ჩირო იმმობილე იყოფენ. ორივეს 19-19 გოლი აქვთ გატანილი და ქულათა გრაფაში 38 უწერიათ, რადგან ბუნდესლიგისა და სერია A-ში გატანილი გოლები, ისევე როგორც პრემიერლიგაში, ლიგა 1-სა და ლა ლიგაში ორზე მრავლდება.

რობერტო ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 19 გოლი, ბუნდესლიგის 2 კოეფიციენტი - 38 ქულა

ჩირო იმმობილე (ლაციო) – 19 გოლი, 38 ქულა

ტიმო ვერნერი (ლაიფციგი) – 18 გოლი, 36 ქულა

ჯეიმი ვარდი (ლესტერი) – 17 გოლი, 34 ქულა

ერიკ სორგა (ფლორა) – 31 გოლი, 31 ქულა (ესტონეთის ჩემპიონატის კოეფიციენტი უდრის ერთს)

ილია შკურინი (ზვეზდა, ბელარუსი) – 19 გოლი, 28.5 ქულა (ბელარუსის ჩემპიონატის კოეიფიციენტი უდრის 1.5-ს)

რომელუ ლუკაკუ (ინტერი) – 14 გოლი, 28 ქულა

პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი) – 13 გოლი, 26 ქულა

დანი ინგსი (საუთჰემპტონი) – 13 გოლი, 26 ქულა

ლიონელ მესი (ბარსელონა) – 13 გოლი, 26 ქულა

კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 13 გოლი, 26 ქულა

შონ ვეისმანი (ვოლფსბერგერი) – 17 გოლი, 25.5 ქულა (ავსტრიის ჩემპიონატის კოეფიციენტი უდრის 1.5-ს)

კამილ ვილჩეკი (ბრონდბიუ) – 17 გოლი, 25.5 ქულა (დანიის ჩემპიონატის კოეფიციენტი უდრის 1.5-ს)

კლამენიტ ოლსენი (რუნავიკი) – 25 გოლი, 25 ქულა (ფარერების ჩემპიონატის კოეფიციენტი უდრის ერთს)

ტამი აბრაჰამი (ჩელსი) – 12 გოლი, 24 ქულა

კარიმ ბენზემა (რეალი) – 12 გოლი, 24 ქულა

ერლინგ ჰოლანდი (ზალცბურგი/დორტმუნდი) – 16 გოლი, 24 ქულა (ავსტრიის ჩემპიონატის კოეფიციენტი უდრის 1.5-ს)

მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი) – 12 გოლი, 24 ქულა

ბოლოსკენ გეტყვით, რომ ჩამონათვალში არ შედის ევროტურნირებზე გატანილი გოლები და მხოლოდ შიდა ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგებს ენიჭება მნიშვნელობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113728