ფეხბურთი

22:32 | 7.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილამ" დრინქუოთერი ინათხოვრა

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი დანი დრინქუოთერი კარიერას ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ გააგრძელებს. „ვილა პარკელებმა“ ინგლისელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე ინათხოვრეს.

დრინქუოთერმა სახელი „ლესტერ სიტიში“ გაითქვა, რომლის რიგებშიც 2016 წელს ინგლისის ჩემპიონი გახდა.

„ჩელსიში“ კი 2017 წელს გადაბარგდა, მაგრამ „არისტოკრატებში“ ფეხი ვერ მოიკიდა და მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი იჯარით „ბარნლიში“ გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114801