ფეხბურთი

21:29 | 7.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილის დაუვიწყარი შედევრი: პრემიერლიგაში ათწლეულის საუკეთესო გოლი? (+VIDEO)

გახსოვთ თორნიკე ოქრიაშვილის შედევრალური გოლი სანქტ-პეტერბურგის კარში? 2016 წლის 27 ნოემბერს, ქართველმა შემტევმა რუსული ფეხბურთის გრანდს მართლაც დაუვიწყარი გოლი გაუტანა.

მსაჯის მეოთხე დამატებულ წუთზე ოქრიაშვილმა "ზენიტს" "მაკრატელა" დარტყმით გაუტანა და "კრასნოდარს" გამარჯვება მოუტანა - 2:1.

ტვიტერში რუსეთის პრემიერლიგის ვებგვერდმა ჩვენებულის სამი წლის წინანდელი გოლი გაიხსენა და დაწერა: "ათწლეულის საუკეთესო გოლი?"

დანარჩენი უკვე გვერდის მომხმარებლებზეა და ისინი კომენტარებში თავიანთ მოსაზრებებს აფიქსირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112961