ფეხბურთი

15:28 | 7.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "მანჩესტერსა" და "რეალში" მუშაობას, მირჩევნია მალდივებზე წავიდე"

ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში დღეს მანჩესტერული დერბი შედგება, „ოლდ ტრაფორდზე“ „იუნაიტედი“ „სიტის“ დაუხვდება. მატჩამდე პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ „წითელ ეშმაკებში“ არასდროს იმუშავებს.

„სიტის“ მწვრთნელობის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვერ ვიმუშავებ, ისევე როგორც არასდროს გავწვრთნი მადრიდის „რეალს“. თუ სხვა წინადადებები არ მექნება, მირჩევნია მალდივებზე წავიდე. ნამდვილად, ალბათ იმიტომ, რომ იქ გოლფის კურსები არაა“, - აღნიშნა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, „იუნაიტედი“ – „სიტის“ შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11571