კალათბურთი

10:25 | 7.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 2 ქულა და კვლავ არასაკმარისი დრო "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „შარლოტ ჰორნეტს“ დაუპირისპირდა და 115:104 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში კვლავ არ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება ბითაძეს. ახალგაზრდა ცენტრი მოედანზე მეორე ნახევარში გამოჩდა და პარკეტზე არასრული 3 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.

ნეიტ მაკმილანის გუნდში ყველაზე შედეგიანი ტი ჯეი ვორენი გამოდგა, რომელსაც 36 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა. ორმაგი დუბლით კი დომანტას საბონისი და ჯერემი ლამბი გამოირჩნენ.

„ინდიანას“ 23 გამარჯვების საპირისპიროდ 14 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელის გუნდი კი მომდევნო მატჩს 9 იანვარს, „მაიამი ჰიტთან“ გამართავს.

0.117489