ავტოსპორტი

17:27 | 6.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ კუბიცა „ალფა რომეოს“ სარეზერვო პილოტი გახდა

რობერტ კუბიცა იმ გუნდს დაუბრუნდა, რომელშიც თავისი ფორმულა 1-ის კარიერა დაიწყო - ის „ალფა რომეოს“ სარეზერვო პილოტი გახდა. პოლონელმა 2006 წელს თავისი კარიერა „ბეემვე-ზაუბერში“ დაიწყო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატში ამჟამად „ალფა რომეოს“ სახელით ასპარეზობს.

„ალფა რომეოში“ კუბიცას მისვლასთან ერთად, გუნდის სპონსორი გახდა პოლონური ნავთობკომპანია „ორლენი“. ახალ სეზონში საჯინიბოს სრული სახელი, „ალფა რომეო რეისინგ ორლენი“ იქნება. საპრიზო პილოტებად კი ისევ კიმი რაიკონენი და ანტონიო ჯოვინაცი დარჩნენ.

„ძალიან მიხარია, რომ ჩემს კარიერაში ახალ ეტაპს, ალფა რომეოსთან ერთად ვიწყებ. ამ გუნდს ჩემს გულში სპეციალური ადგილი უკავია. მესიამოვნა, როცა ნაცნობი სახეები დავინახე. რა თქმა უნდა, ახლა სხვა სიტუაციაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, წარმატებისთვის ყველა ღონეს ვიხმარ. ძალიან მინდა, რომ ალფა რომეოს წინსვლაში წვლილი შევიტანო“, ამბობს კუბიცა, რომელმაც გასული სეზონი „უილიამსში“ გაატარა და ერთადერთი ქულის აღება შეძლო (გერმანიის დიდ პრიზზე).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125235