ფეხბურთი

15:54 | 6.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზარანდიამ შესაძლოა "ზულტე ვარეგემი" დატოვოს

ლუკა ზარანდიასა და ბელგიური „ზულტე ვარეგემის“ ურთიერთობა შესაძლოა დასრულდეს. Voetbalnieuws-ის ინფორმაციით, ქართველი გუნდს ესპანურ შეკრებაზე მიჰყვება, მაგრამ მისი მომავალი ჯერჯერობით გარკვეული არაა.

ზარანდია „ვარეგემში“ მისთვის არასასურველ პოზიციაზე თამაშობს და ამიტომ გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს. თანაც, სეზონის სასტარტო ნაწილისგან განსხვავებით, ბოლო ხანს სათამაშო პრაქტიკის დეფიციტსაც განიცდის.

ჯერჯერობით, სხვა დეტალური ცნობა ლუკას შესაძლო ახალი გუნდის შესახებ არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, ზარანდია „ზულტე ვარეგემს“ გასულ ზაფხულს პოლონური „არკადან“ შეუერთდა და ბელგიის იუპილერ ლიგაში ჩატარებულ 17 თამაში ჩაატარა, აქედან 11 ძირითადი შემადგენლობიდან და საინტერესოა, რომ თერთმეტჯერვე შეცვალეს. ხსენებულ შეხვედრაში ქართველ შემტევს გოლი არ გაუტანია, სამჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.

0.115386