ფეხბურთი

14:22 | 6.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალო" ორ უცხოურ შეკრებას გაივლის

თბილისის „საბურთალო“ 2020 წლის სეზონისთვის მზადებას იწყებს და წინასასეზონო შეკრებაც დაგეგმა. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, „საბურთალო“ 14-23 იანვარს თურქეთის ქალაქ სიდეში გაივლის შეკრებას, სადაც სპარინგ მატჩები დაგეგმილი არაა.

თბილისელები შემდეგ საქართველოში დაბრუნდებიან, ხოლო 1-14 თებერვალს უკვე მეორე უცხოურ შეკრებას ესპანეთში, ვალენსიაში გაივლიან, სადაც რამდენიმე ამხანაგურ თამაშსაც ჩატარებს, თუმცა, მეტოქეების ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, „საბურთალო“ რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, ხოლო ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ოფიციალურად ცნობილი 8 იანვარს გახდება.

თეგებისაბურთალო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110971