ფეხბურთი

13:49 | 6.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ცვლილებები "საბურთალოში": რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა, ახალ მწვრთნელს 8 იანვარს წარადგენენ

საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. როგორც თბილისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ომარ მიგინეიშვილმა, ნიკა სანდოხაძემ, თორნიკე გორგიაშვილმა, გეგა დიასამიძემ, ინტერს გიმ და ოგნიენ როლოვიჩმა „საბურთალო“ დატოვეს.

დედაქალაქური გუნდის ხსენებულ ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის და სამომომავლო კარიერაში წარმატებებს უსურვებს. სანდოხაძე რამდენიმე დღის წინ „დინამო თბილისში“ გადავიდა, ხოლო დიასამიძემ იქამდე ბელარუსში, „შახტიორს“ მიაშურა.

გარდა ამისა, დააანონსდა, რომ „საბურთალო“ ახალ მთავარ მწვრთნელს ოფიციალურად 8 იანვარს წარადგენს. მოგეხსენებათ, 6-წლიანი მუშაობის შემდეგ გუნდი გიორგი ჭიაბრიშვილმა დატოვა და მას გია ცეცაძე შეცვლის, რომელიც ბოლოს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში მუშაობდა.

თეგებისაბურთალო
0.113189