ფეხბურთი

3:44 | 6.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ამ თამაშის ყოველი წამი მიყვარს" - იურგენ კლოპი სარეზერვო შემადგენლობითაც აღფრთოვანებულია

ინგლისის ასოციაციის თასის 1/32 ფინალში „ლივერპულის“ ახალგაზრდულმა გუნდმა „ევერტონის“ მთავარი გუნდი დაამარცხა. იურგენ კლოპმა მერსისაიდულ დერბიში გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა მინდორზე, მაგრამ ამის მიუხედავად კარლო ანჩელოტის გუნდი მაინც დაამარცხა.

გერმანელი სპეციალისტი შეგირდების თამაშით უბრალოდ აღფრთოვანებული იყო და განაცხადა, რომ ამ თამაშიდან თითოეული წამით შეყვარებულია.

„ბოლო თამაშიდან მხოლოდ ორი იგივე ფეხბურთელი იყო ძირითად შემადგენლობაში და ერთი მალევე დაშავდა. ეს არის სიტუაცია, რომელშიც ვიმყოფებით. აი, რატომ შევცვალე ასე ძალიან შემადგენლობა. არაფერ შუაშია სათასო მატჩი, ეს აუცილებლობის საკითხია. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ახალგაზრდებმა დაიწყეს თამაში. ბიჭებს ვუთხარი, რომ მათი თამაშით უნდა იამაყონ, საოცარი იყო. გავიტანეთ გოლი და გავაკონტროლეთ თამაში. ყველა მომეწონა და ყოველი მომენტიდან სიამოვნება მივიღე.

ჯონსმა საოცარი გოლი გოლი გაიტანა, ის განსაკუთრებული ბიჭია. თუმცა, ვერ ვხვდები ხალხი გოლის გატანას ჩირიველას, ლარუსისა და უილიამსს რატომ არ სთხოვენ, მათან უნდა გაეტანათ. ყველაფერი დანარჩენი სრულყოფილი იყო.

დიდებული თამაში ჩავატარეთ იმის გათვალისწინებით, რომ ითამაშა გუნდმა, რომელსაც გამოცდილება არ ჰქონდა. ბევრისთვის ეს იყო ასეთ დონეზე პირველი თამაში ისეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც „ევერტონია“. მე მიყვარს ამ თამაშის ყოველი წამი“, - თქვა კლოპმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111638