კალათბურთი

22:52 | 5.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძემ და "გრან კანარიამ" წელი წარუმატებლად დაიწყეს

ესპანეთის ლიგა ენდესაში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიასთვის“ 2020 წელი დრამატული მარცხით დაიწყო, რადგან სევილიაში, „ბეტისთან“ საოცრად დაძაბულ შეხვედრაში 81:82 წააგო.

ქართველმა კალათბურთელმა 20 წუთში თავი დიდად ვერაფრით გამოიჩინა და საკუთარ გუნდს 7 ქულითა და 2 მოხსნით შეეწია. ბექამ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი გამოიყენა, ხოლო ერთხელ საჯარიმო კალათში ვერ მოათავსა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 2-ს გაუტოლდა.

„გრან კანარიას“ 16 ტურის შემდეგ იდენტური მაჩვენებლები აქვს, 8 მოგება - 8 წაგება და მე-11 საფეხურზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 12 იანვარს, „ბასკონიასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108469