კალათბურთი

21:29 | 5.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინმა 2020 წელი ორმაგი დუბლით და MVP-ის ტიტულით დაიწყო!

გიორგი შერმადინმა 2019 წელი დიდებულად დაასრულა და 2020 წელიც ჩვეულად დაიწყო. ქართველი ცენტრი წლის პირველივე შეხვედრაში ორმაგ დუბლსა და MVP-ის ტიტულს გამორჩა.

„იბეროსტარ ტენერიფემ“ ლიგა ენდესას მე-16 ტურში საკუთარ მოედანზე „ფუენლაბრადასთან“ ქართველი ცენტრის ლიდერობით 74:63 იმარჯვა. თავიდანვე გეტყვით, რომ მოპოვებული გამარჯვებით "ტენერიფემ" ესპანეთის თასზე თამაშის უფლებაც ირგუნა.

შერმადინმა 30:45 წუთში 14 ქულა, 11 მოხსნა და 1 პასი მიითვალა და ერთადერთი იყო მოედანზე, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა. ჩვენებურმა 8-დან 4 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და მარგი ქმედების კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა. ეს კი, ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და MVP-ის ტიტულიც მას ერგო.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ 10 გამარჯვების წილ 6 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა. მომდევნო ტურში შერმადინი და მისი თანაგუნდელები 11 იანვარს, „სარაგოსას“ ესტუმრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.18395