კალათბურთი

11:46 | 5.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის "ინდიანამ" წააგო, "კლიპერსი" "მემფისთან" განადგურდა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 11 შეხვედრა გაიმართა.


გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" გასვლაზე " "ატლანტასთან" 116:111 დამარცხდა. ინდიანაპოლისელების მთავარმა მწვრთნელმა გოგას პარკეტზე შემოსვლის შანსი არ მისცა. პირველი ტაიმში ჯორჯიელები ანგარიშით სულ წინ იყვნენ, მესამე პერიოდში "ინდიანამ" წინ გასვლა მოახერხა. თუმცა მეოთხე პერიოდის სტარტზე "ატლანტა" დაწინაურდა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა. 41 ქულით იანგი გამოირჩა. "ინდიანაში" 25 ქულით და 11 მოხსნით საუკეთესო დომანტას საბონისია. "ინდიანა" 22 მოგებით და 14 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.
მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ლოს ანჯელესში, სადაც "კლიპერსი" "მემფისთან" 114:140 განადგურდა. მთელი შეხვედრა "კლიპერსი" მდევრის როლში იყო. კრაუდერმა 27 ქულა ჩააგდო. კავაი ლეონარდმა 24 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
"დალასი" ტეხასში" "შარლოტ ჰორნეტსთან" 120:123 დამარცხდა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე ანგარიში 103:103 იყო, ლუკა დონჩიჩმა სამქულიანი ისროლა, თუმცა ბურთი კალათში არ ჩაეშვა და ოვერტაიმი დაინიშნა. სადაც უკეთ ჰორნეტსმა ითამაშა. დონჩიჩმა სამმაგი დუბლი შეასრულა 39 ქულა, 12 მოხსნა და 0პასი


"კლიპერსი" - "მემფისი" 114:140 (27:40, 30:25, 23:39, 34:36)

"ბრუკლინი" - "ტორონტო" 102:121 (33:24, 19:24, 28:35, 22:38)

"ორლანდო" - "იუტა" 96:109 (25:33, 22:19, 28:24, 21:33)

"ატლანტა" - "ინდიანა" 116:111 (43:26, 21:34, 32:35, 20:16)

"კლივლენდი" - "ოკლაჰომა" 106:121 (27:34, 26:32, 26:25, 27:30)

"ჩიკაგო" - "ბოსტონი" 104:111 (28:30, 24:25, 21:30, 31:26)

"ვაშინგტონი - "დენვერი" 128:114 (31:19, 30:36, 34:35, 33:24)

"დალასი" - "შარლოტ ჰორნეტსი" 120:123 (20:32, 24:25, 40:23, 19:23 ო.ტ. 17:20)

"გოლდენ სტეიტი" - "დეტროიტი" 104:111 (23:25, 36:31, 21:27, 24:28)

"მილოუკი" - "სან ანტონიო" 127:118 (29:31, 42:35, 32:25, 24:27)

"საკრამენტო" - "ნიუ ორლეანი" 115:117 (26:25, 22:27, 32:24, 35:41)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112682