ფეხბურთი

0:04 | 5.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჩემი ადგილი აქ არის" - "ნანსიმ" საკუთარი გულშემატკივრები სასაფლაოზე დაპატიჟა

ფრანგულმა „ნანსიმ“ საკუთარ გულშემატკივრებს მოსაწვევი ბარათები დაურიგა საშობაო ზეიმის შემდეგ და საშინაო არენაზე, „სტად მარსელ პიკოზე“ მიიპატიჟა.

ყველა მოსაწვევ ბარათს ერთი ლოზუნგი ამშვენებდა: „ჩემი ადგილი აქ არის“.

თუმცა, კოორდინატებში შეცდომა იყო და სტადიონის ნაცვლად სასაფლაოს მისამართი გახლდათ მითითებული, „მარსელ პიკოს“ არენადან 3 კმ-ის დაშორებით. ბუნებრივია, შეცდომა მალევე იქნა აღმოჩენილი და „ნანსიმ“ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

თეგებინანსი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112415