ფეხბურთი

22:20 | 4.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

როჯერსი: "ზამთარში "ლესტერს" არავინ დატოვებს"

"ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კლუბი ფეხბურთელებს ზამთარში არ გაყიდის. "ლესტერი" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში იმ შემთხვევაში ჩაერთვება თუ ძლიერ მოთამაშეს დაიმატებს.

"ზამთარში კლუბს არავინ დატოვებს თუ ჩვენ ამას არ მოვისურვებთ. იმ ფეხბურთელებს, რომლების შესახებაც მედიაში ჭორაობენ არ გავუშვებთ. თუ გვინდა ევროტურნირებზე მონაწილეობის მიღება შემადგენლობა უნდა გავაძლიეროთ. თუ ამას ზამთარში ვერ მოვახერხებთ, მაშინ ზაფხულში შევეცდებით. ჩვენ არ გვჭირდება ფეხბურთელების როტაცია, მხოლოდ იმ მოთამაშეებს დავიმატებთ, რომლებიც ნამდვილად გაგვაძლიერებენ." - ციტირებს Sky Sports-ი როჯერსისი სიტყვებს.

21 ტურის შემდეგ "მელიები" პრემიერლიგაში 45 ქულით მეორე ადგილზე არიან. "ლესტერი" ლიდერ "ლივერპულს" 13 ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამეადგილოსან "სიტის" ერთი ქულით უსწრებს. გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად კარგი შანსი აქვს, რადგან მეხუთე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ იუნაიტედს" 14 ქულით უსწრებს.

0.156233