ფეხბურთი

22:45 | 4.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სოსიედადმა" მთავარ მწვრთნელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

48 წლის ესპანელმა მწვრთნელმა იმანოლ ალგუასილმა "სოსიედადთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და გუნდს 2021 წლის ივლისამდე გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ალგუასილმა "სოსიედადი" 2018 წლის დეკემბერში ჩაიბარა. გასულ სეზონში ბასკურმა გუნდმა ლა ლიგაში მეცხრე ადგილი დაიკავა, მიმდინარე სათამაშო წელს კი "სოსიედადი" 18 ტურის შემდეგ 31 ქულით ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115038