ფეხბურთი

19:45 | 4.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტომასონი "მალმიოს" ჩაიბარებს

დანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იონ დალ ტომასონი "მალმიოს" ჩაიბარებს. როგორც BT-ი იუწყება, 43 წლის სპეციალისტმა კონტრაქტის დეტალები კლუბთან უკვე შეათანხმა და ყველაფერი ოფიციალურად უახლოეს მომავალში გადაწყდება.

ტომასონმა საფეხბურთო კარიერა 2011 წელს დაასრულა. სამწვრთნელო კარიერა "ექსელსიორსში" დაიწყო, სადაც ჯერ ასისტენტი იყო, შემდეგ კი მწვრთნელი გახდა. იონ დალი ასევე მუშაობდა "როდასა" და "ვიტესში", ხოლო დანიის ნაკრებში 2016 წლიდან მუშაობს.

"მალმიომ" შვედეთის გასული წლის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა და ჩემპიონ "დიურგარდენს" ერთი ქულით ჩამორჩა. ევროპა ლიგაზე შვედებმა B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და პლეი-ოფში გავიდნენ, სადაც "ვოლფსბურგს" დაუპირისპირდებიან.

0.116281