ფეხბურთი

18:43 | 4.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" პოგბასთვის წინადადება გაამზადა

იტალიის მოქმედი ჩემპიონი ტურინის „იუვენტუსი“ პოლ პოგბას დაბრუნებას გეგმავს. Daily Star-ის ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონი“ მზადაა ფრანგის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გაიღოს და ადრიენ რაბიოს სატრანსფერი უფლებებიც ინგლისელებს გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ პოგბა დღითიდღე უკმაყოფილოა „ოლდ ტრაფორდზე“ ყოფნით და მინო რაიოლამ ამის შესახებ საჯაროდაც ისაუბრა.

პოგბა „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც იყო. ახლა კი, იტალიური გრანდის გარდა, „რეალსაც“ აქტიურად უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113119