ფეხბურთი

21:47 | 3.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სეტუბალმა" "სპორტინგს" მაკარიძე დაუფასა

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ლისაბონის „სპორტინგში“ გადავიდეს. A Bola-ს ინფორმაციით, დედაქალაქურ გუნდს მთავარი მეკარე რენან რიბეირო ტოვებს და გიორგიც მის შემცვლელად განიხილება.

სეტუბალის „ვიტორია“ კი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფეხბურთელთან შელევას ადვილად არ აპირებს და ფასიც დაადო - 1 მილიონი ევრო.

„სპორტინგის“ პასუხი მოთხოვნილ თანხაზე ჯერჯერობით უცნობია. მაკარიძემ მიმდინარე სეზონში პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში 14 თამაში ჩაატარა და 8-ჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110186