ფეხბურთი

22:43 | 3.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" რობერტსი "მიდლსბროში" გაანათხოვრა

"მანჩესტერ სიტის" 22 წლის შემტევი პატრიკ რობერტსი მიმდინარე სეზონის ბოლომდე "მიდლსბროში" იჯარის წესით ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია "მიდლსბროს" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

რობერტსი "ქალაქელების" აკადემიის აღზრდილია და უკვე მეოთხე გუნდში გაანათხოვრეს. პატრიკმა ჯერჯერობით პირველი გუნდში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა. მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი რობერტსმა "ნორვიჩში" გაატარა და პრემიერლიგაში სამი მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119456