კალათბურთი

14:44 | 3.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში ადეტოკუმპო და ჰარდენი გამოარჩიეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასავლეთ კონფერენციაში "ჰიუსტონის" უკანახაზელი ჯეიმს ჰარდენი და აღმოსავლეთში "მილოუკის" ლიდერი იანის ადეტოკუმპო აღიარეს.

დეკემბრის თვეში "მილოუკმა" 15-დან 13 შეხვედრა მოიგო. იანისი საშუალოდ ერთ მატჩში 29.3 ქულას, 12 მოხსნას და 5.3 პასს აგროვებდა.

ჰარდენი კი საშუალოდ ერთ მატჩში 37.7 ქულას, 6.9 მოხსნას და 5.6 პასს აკეთებდა.

0.115443