კალათბურთი

11:17 | 3.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის "ინდიანა" "დენვერთან" დამარცხდა

გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" შინ "დენვერთან" 116:124 წააგო. ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ პარკეტზე 9 წუთი დაჰყო და ამ დროში გუნდს ერთი ქულა და ორი მოხსნა შესძინა. გოგამ ორიდან ერთი საჯარიმო სროლა გამოიყენა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ინდიანაპოლისელებმა პირველი პერიოდი ათი ქულით მოიგეს, მაგრამ შემდეგ სამივე პერიოდი დათმეს. მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა ჯერემი ლემბმა ჩააგდო. პორტერმა 25 ქულა მიითვალა.

"ინდიანა" 22 მოგებით და 13 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114556