ფეხბურთი

21:40 | 2.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" ლემარის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევმა ტომა ლემარმა შესაძლოა კარიერა "ტოტენჰემში" გააგრძელოს. როგორც Footmercato იუწყება, ფეხბურთელით "ტოტენჰემია" დაინტერესებული და ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონის გადახდას აპირებს ლონდონური კლუბი.

ლემარი "ატლეტიკომ" 2018 წელს "მონაკოდან" დაიმატა. შემტევმა "როხიბლანკოსის" მაისურით 64 მატჩი ჩაატარა და თავი სამი გოლით გამოიჩინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება "ატლეტიკოში" გადასვლის შემდეგ 70-დან 30 მილიონ ევრომდე დაეცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121694