ფეხბურთი

0:24 | 2.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ყვითელი ბარათი სწორი იყო, მაგრამ უხეში იდიოტის მიმართ ვიყავი"

დრო გადის და ჟოზე მოურინიო არ იცვლება. ლონდონის „ტოტენჰემის“ მწვრთნელმა „საუთჰემპტონთან“ ყვითელი ბარათი მიიღო იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე გუნდის ტექნიკურ სივრცეში შეიჭრა და მსაჯისგან სანქციასაც ვერ გადაურჩა.

მატჩის შემდეგ პორტუგალიელმა თქვა, რომ არბიტრი მოიქცა, მაგრამ თავად დამნაშავე არ ყოფილა:

„ყვითელი ბარათი სწორი იყო, უხეშად მოვიქეცი. მაგრამ უხეში იდიოტის მიმართ ვიყავი“, - აღნიშნა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემი“ „საუთჰემპტონთან“ (0:1) დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა ვერ გაიუმჯობესა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129208