ფეხბურთი

17:31 | 31.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა: "მანჩესტერი" კარიერას პელეს, მარადონას და მალდინისაც დაუნგრევდა"

პოლ პოგბას აგენტი მინო რაიოლა მიიჩნევს, რომ მისი კლიენტის პრობლემა „მანჩესტერ იუნაიტედია“. რაიოლამ ინგლისური გრანდი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პოგბას „იუვენტუსის“ მსგავსი გუნდი სჭირდება.

„ახლა პოგბას პრობლემა „მანჩესტერია“. ეს არის კლუბი, რეალობის გარეშე, სპორტული პროექტის გარეშე. „იუვენტუსი“ თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“? დღეს „მანჩესტერში“ არავის მივიყვანდი. ეს გუნდი კარიერას მარადონას, პელეს და მალდინისაც დაუნგრევდა. პოგბას სჭირდება გუნდი და ხემძღვანელობა, როგორიც მანამდე „იუვეში“ ჰყავდა“, - თქვა რაიოლამ.

შეგახსენებთ, პოგბას ინგლისის დატოვებას კარგა ხანია უწინასწარმეტყველებენ, ყველაზე ხშირად კი „იუვენტუსსა“ და „რეალს“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112239