ფეხბურთი

2:56 | 31.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა: "ჰოლანდი "დორტმუნდში" ფულის გამო არ გადასულა"

ავსტრიული „ზალცბურგის“ თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდზე არაერთი ევროპული გრანდი ნადირობდა, მაგრამ ნორვეგიელი საბოლოოდ „დორტმუნდში“ აღმოჩნდა. ახალგაზრდა ფორვარდის აგენტმა მინო რაიოლამ სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ ჰოლანდი გერმანიაში ფულის გამო არ გადასულა.

„როდესაც 19 წლის ხარ, უმჯობესია პრემიერლიგაში სათამაშოდ არ წახვიდე. „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინადადება კარგი იყო, მაგრამ ეს არ ყოფილა თანხის საკითხი. უბრალოდ, ფეხბურთელს, რომელიც კარიერის ამ ფაზაშია, „დორტმუნდში“ თამაში ურჩევნია.

ყველაზე ხშირი „მანჩესტერთან“ გვქონდა, ჰოლანდი ხშირად ელაპარაკებოდა ინგლისელებს. ეს იმის გამოც ხდებოდა, რომ სოლსკიაერს იცნობდა. მაგრამ, აშკარაა, რომ მისი კარიერისთვის ამ მომენტში სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა. არაფერი საწინააღმდეგო „მანჩესტერის“ და სოლსკიაერის არ მაქვს, მან „დორტმუნდი“ აირჩია და ბედნიერია, რადგან მიდის იქ, სადაც წასვლა სურდა და ეს მისთვის ახლა ყველაზე კარგი არჩევანია“, - თქვა რაიოლამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106917