ფეხბურთი

2:11 | 31.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ და 650 ათასი ევროს სამკაულები

კრიშტიანუ რონალდუს ოქროს ფეხები აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ხელებიც არ ხუმრობენ. პორტუგალიელი ვარსკვლავი დუბაიში Globe Soccer Awards-ზე, სადაც წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ძვირადღირებული სამკაულებით წარსდგა.

რონალდუს საათი და ორი ბეჭედი დაახლოებით 650 ათასი ევროს ღირებულების იყო. კრიშტიანუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია და მისი მიდრეკილება ფუფუნებისადმი შეუზღუდავია. რა თქმა უნდა, საიდუმლო არც ისაა, რომ რონალდუ ყოველთვის ექსკლუზიურ სამოსს ატარებს.

დუბაიში დაჯილდოების ცერემონიაზე კრიშტიანუს საათი Rolex GMT-Master Ice 400 ათასი ევროს ღირებულების გახლდათ, 18-კარატიანი თეთრი ოქროსგან და ათობით 30-კარატიანი ბრილიანტითაა დამზადებული. თუმცა, ეს ყველაფერი არაა. პორტუგალიელს ორი ბეჭედი ეკეთა, ერთი 50 ათას ევროდ, მეორე 200 ათას ევროდ შეფასებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112821