ფეხბურთი

0:03 | 31.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" შვედეთის ნაკრების ფეხბურთელთან ტრანსფერი შეათანხმა

შვედური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი დეიან კულუსევსკი კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. Sky Sport-ის ცნობით, ტურინულმა კლუბმა ტრანსფერი უკვე დახურა და 19 წლის შვედი ტურინში ზაფხულიდან გადაბარგდება.

გარიგების საფუძველზე, ბერგამოს „ატალანტა“, რომელსაც ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები ეკუთვნის, 35 მილიონ ევროს მიიღებს. ამასთან. ბონუსის სახით ტურინელები მომავალში 10 მილიონ ევროსაც გაიღებენ.

თავად კულუსევსკი „იუვენტუსთან“ 5-წლიან კონტრაქტს, სეზონში 2 მილიონ ევროიანი ანაზღაურებით გააფორმებს. დეიანის შეძენა „ნაპოლის“ და „ინტერსაც“ სურდათ, მაგრამ იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა კონკურენტებს დაასწრო.

კულუსევსკი მიმდინარე სეზონში იჯარით „პარმაში“ თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, 16 მატჩში გატანილი 4 გოლით და 7 საგოლე პასით.

0.145067