ფეხბურთი

18:34 | 30.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" პაკო ალკასერის ტრანსფერზე მუშაობს

მადრიდის „ატლეტიკო“ დორტმუნდის „ბორუსიადან“ პაკო ალკასერის დამატებას გეგმავს. Marca-ს ინფორმაციით, „როხიბლანკოს“ ესპანელი ფორვარდის სამშობლოში დაბრუნება იანვრის სატრანსფერო პერიოდში სურს.

მადრიდელები ალკასერის გაფორმებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ეცდებიან, ხოლო ზაფხულში მის გამოსასყიდად 30 მილიონ ევროს გადაიხდიან.

პაკოს გერმანულ გუნდთან კონტრაქტის 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მოედანზე 15-ჯერ გავიდა და საკუთარ გუნდს 7 გოლით და 2 პასით დაეხმარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115715