ფეხბურთი

15:05 | 30.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მიკელე პლაჩიდო კრიშტიანუ რონალდუს: "შემიძლია ფილმში ხვალვე გადაგიღო"

ცნობილი იტალიელი მსახიობი და რეჟისორი მიკელე პლაჩიდო კრიშტიანუ რონალდუს ფილში გადასაღებად იწვევს. იტალიური სერიალის, „რვაფეხას“ მთავარი გმირის „კორადო კატანის“ როლის შემსრულებელი მიიჩნევს, რომ პორტუგალიელს მსახიობის მონაცემები გააჩნია.

„ძვირფასო კრიშტიანუ, როცა გინდა დამირეკე: ხვალაც შემიძლია ჩემს ფილმში გადაგიღო და ალბათ ეს იქნება ტრამპლინი ჰოლივუდისკენ. პოტენციურად თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მსახიობობა. მის მსგავს პერსონაჟს მივცემდი შესაძლებლობას, თუნდაც ჩემს მომდევნო ფილმში. კრიშტიანუ სრულყოფილი იქნებოდა კრიმინალურ რომანებში. მას აქვს მონაცემი, როდესაც გოლს იტანს, მისმა სხეულმაც იცის, როგორ აღნიშნოს გოლი, რომელიც მის პიროვნებას გამოხატავს, ეს ფუნდამენტურია.

არ გამოვრიცხავ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ჰოლივუდში მართლაც მოხვდეს. ის არის ადამიანი, რომელიც უკვე შეჩვეულია ტაშს და ადამიანების მღელვარებას. ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც სპორტსმენი კინოთეატრში მოხვდება. ტარზანის მსახიობი ჯონი ვეისმულერი ცნობილი მოცურავე იყო. იგივე ბუდ სპენსერი და ერიკ კანტონა, რომელიც რონალდუს მსგავსად „მანჩესტერის“ ლეგენდარული 7 ნომერია“, - თქვა პლაჩიდომ.

შეგახსენებთ, რონალდუმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მსახიობობა უნდა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მიკელე პლაჩიდო „იუვენტუსის“ ცნობილი გულშემატკივარია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116718