კალათბურთი

2:20 | 30.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის ლიდერობა "იბეროსტარ ტენერიფესთვის" საკმარისი არ გამოდგა

ესპანეთის ლიგა ენდესაში წინა ტურის გმირმა გიორგი შერმადინმა ამჯერად ჩვეულად ვერ იფრინა, მაგრამ ურიგო თამაში არ ჩაუტარებია. „იბეროსტარ ტენერიფე“ მე-15 ტურში „ვალენსიასთან“ სტუმრად ვერაფერს გახდა და 91:98 წააგო, ჩვენებური კი თანაგუნდელთა რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.

შერმადინმა 25:58 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 13-დან 7 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო მოათავსა კალათში, ხოლო ერთხელ ბედი სამქულიანიდანაც სცადა, მაგრამ ვერ გამოიყენა. შედეგად, გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა. გეტყვით იმასაც, რომ შერმადინი 17 ქულით საკუთარ გუნდში საუკეთესო მექულე გამოდგა.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ 15 მატჩში 9 გამარჯვების წილ 6 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო ტურში 5 იანვარს, „ფუენლაბრადას“ სახლში დაუხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115139