ფეხბურთი

16:21 | 29.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ქომაგებს ვალვერდეს ნაცვლად კლოპი სურთ

კატალონიის „ბარსელონას“ ქომაგები დიდი ხანია ერნესტო ვალვერდეს მუშაობით უკმაყოფილონი არიან და სწორედ ამ საკითხზე Mundo Deportivo-მ გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა, 80% მიიჩნევს, რომ ვალვერდემ გუნდი ზაფხულში უნდა დატოვოს. გარდა ამისა, ესპანურმა გამოცემამ ისიც გამოიკითხა, ვის ისურვებდნენ ვალვერდეს მემკვიდრედ.

ალბათ, გასაკავირი არაა, რომ გამოკითხვაში იურგენ კლოპმა იმარჯვა. „ლივერპულის“ გერმანელი სპეციალისტის კატალონიაში ხილვა გამოკითხულ ქომაგთან 33.60%-ს სურს. მეორე ადგილზე რონალდ კუმანი გავიდა (31.96%), ხოლო მესამე პოზიცია რობერტო მარტინესს (17.21%) ერგო.

შეგახსენებთ, ვალვერდე „ბარსელონას“ 2017 წლიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით „ბლაუგრანამ“ განსაკუთრებით მტკივნეული მატჩები ჩემპიონთა ლიგაზე გადაიტანა, როდესაც ჯერ „რომასთან“, მერე კი „ლივერპულთან“ სოლიდური უპირატესობა გაანიავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098809