ფეხბურთი

13:15 | 29.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

სორიანო: "გვარდიოლა კლუბს 2021 წლამდე არ დატოვებს"

"მანჩესტერ სიტის" აღმასრულებელმა დირექტორმა ფერან სორიანომ განაცხადა, ბოლოდროინდელი წარუმატებელი თამაშის მიუხედავად, პეპ გვარდიოლა კლუბს 2021 წლამდე არ დატოვებს. გვარდიოლას "ქალაქელებთან" კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.

"პეპმა განაცხადა, რომ კლუბში კიდევ ორი წელიწადი იმუშავებს და განსახილველი არაფერია. პრემიერლიგაში მაღალი კონკურენციაა და ნებისმიერ გუნდს შეუძლია ნებისმიერის დამარცხება. წაგებული მატჩებით ბედნიერები არ ვართ, თუმცა ეს ფეხბურთია." - ციტირებს "Manchester Evening News-ი სორიანოს სიტყვებს.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში "ქალაქელებმა" მეხუთე მარცხი განიცადეს და პირველადგილოსან "ლივერპულს" ჯერჯერობით 14 ქულით ჩამორჩებიან. "სიტის" 38 ქულა აქვს და იმ შემთხვევაში თუ მე-20 ტურის მატჩს "შეფილდის" წინააღმდეგ მოიგებენ, "მერსისაიდელებთან" ჩამორჩენას 11 ქულამდე შეამცირებენ.

0.123257