ფეხბურთი

20:55 | 28.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კვასხვაძე "ტორპედოს" ემოციური წერილით დაემშვიდობა: "ყველაფერი მაგრად იქნება!"

ახლა უკვე „დინამო თბილისის“ მეკარე როინ კვასხვაძე ქუთაისის „ტორპედოს“ სოცოალურ ქსელში განთავსებული წერილით დაემშვიდობა. კვასხვაძე იმედს გამოთქვას, რომ „ტორპედო“ სულ მალე ფეხზე დადგება და პრობლემები დასრულდება.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქუთაისის „ტორპედოს“ და იქ მომუშავე ყველა ადამიანს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ძალიან დიდ სირთულეებს მაგრად ედგნენ. იბრძოდნენ, რომ ეს ყველაფერი, რაც ამ პერიოდში შეიქმნა, გადარჩენილიყო. იმედს ვიტოვებ, რომ აუცილებლად დადგება „ტორპედო“ ფეხზე და არანაირი პრობლემა არ შეექმნება. აუცილებლად სჭირდება „ტორპედო“ ქალაქს და რა თქმა უნდა, ჩვენს ჩემპიონატს, იმ ადამიანებს, ვისაც ამ ქალაქში ფეხბურთი ძალიან უყვართ, რომელთაც არასდროს დაუყრიათ ფარ-ხმალი. იმ გულშემატკივრებზე მაქვს საუბარი, დღე და ღამე რომ იბრძოდნენ და ქომაგობდნენ საყვარელ გუნდს. კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ამ სიყვარულისთვის და სიამოვნებისთვის, რაც ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა. კიდევ ერთხელ წარმატებები ქუთაისის „ტორპედოს“, ყველაფერი მაგრად იქნება“, - დაწერა კვასხვაძემ.

ქართველი მეკარე „ტორპედოს“ ღირსებას 2013-2014 და 2015 წლიდან დღემდე იცავდა. ხსენებულ პერიოდში იმერული გუნდის რიგებში 156 შეხვედრაში დაიცვა, ერთხელ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ორ-ორჯერ კი საქართველოს თასსა და სუპერთასს დაეუფლა.

აქვე გეტყვით, რომ კვასხვაძემ „დინამო თბილისთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113003