ფეხბურთი

19:55 | 28.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" რუისის სანაცვლოდ 70 მილიონს იხდის

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "ნაპოლის" ნახევარმცველმა ფაბიან რუისმა შესაძლოა კარიერა მადრიდის "რეალში" გააგრძელოს. როგორც Gazzetta dello Sport-ი იუწყება, ესპანურმა კლუბმა იტალიურს ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს სთავაზობს. აღნიშნული ტრანსფერი ზამთარში არ იგეგმება და შესაძლოა გარიგება ზაფხულისთვის შედგეს.

რუისი "ნაპოლიმ" "ბეტისიდან" 2018 წელს დაიმატა. გასულ სეზონში ფაბიანმა 40 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და მიმდინარე წლის ზაფხულში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი. მიმდინარე სათამაშო წელს ესპანელმა 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთხელ გამოიჩინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118478