ფეხბურთი

19:23 | 28.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სოსიედადმა" ოდეგაარდის "სიტიში" ტრანსფერი დაადასტურა, მაგრამ ხუმრობით...

სან სებასტიანის „რეალ სოსიედადმა“ საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მარტინ ოდეგაარდი სეზონის ბოლომდე იჯარით „მანჩესტერ სიტიში“ გაასხვისა.

თუმცა, ეს ხუმრობა აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ დღეს ესპანეთში ე.წ ტყულის დღეა (როგორც ჩვენთან 1 აპრილი).

ბასკებმა კი ამასთან დაკავშირებით ხუმრობა სცადეს, რასაც გულშემატკივრების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და „სოსიედადს“ მალევე მოუწია განცხადების გაკეთება იმის შესახებ, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო.

ნორვეგიელი „რეალის“საკუთრებაშია და „სოსიედადში“ 2021 წლის ზაფხულამდე იჯარით ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112682