ფეხბურთი

17:58 | 28.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალმა "ბარსელონას" უჩივლა: "მხოლოდ ახლა გაახსენდა თანხა, როდესაც სხვა გუნდები იწვევენ"

კატალონიის „ბარსელონასა“ და არტურო ვიდალს შორის ურთიერთობა კრიტიკულ ზღვარს მიადგა. ჩილელმა ნახევარმცველმა „ბლაუგრანას“ სასამართლოში უჩივლა და 2.4 მილიონი ევროს პრემიების დაფარვას ითხოვს.

ვიდალი მიიჩნევს, რომ კლუბმა ეს თანხა უსამართლოდ დააკლო და ამ საქმეზე მისი ადვოკატი მუშაობს.

„უსამართლოდ მეჩვენება, რომ ეს მაკლია, თუმცა ეს არის თემა, რომელიც არაფრით არაა დაკავშირებული ბოლო დღეებში მომხდართან. ჩემი წარმომადგენელი და ადვოკატი ამ საქმით არიან დაკავებულნი, რომელზეც მე ესპანეთში დაბრუნებისთანავე ვისაუბრებ. ახლა ჩილეში ჩვებულებაში ვიმყოფები და მხოლოდ ამაზე ვარ კონცენტრირებული“ - თქვა ვიდალმა.

სამხრეთ ამერიკელის განცხადება უპასუხოდ არ დაუტოვებია „ბარსელონას“:

„ისტორიაში უნიკალური შემთხვევაა. არანაირი ფულის მოთხოვნის უფლება არ აქვს, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო აჟიოტაჟი, რაც მედიის საშუალებით სხვა გუნდების ინტერესი გაიგო, ეს გუნდიდან წასვლისთვის გაკეთებული მანევრია“, - ნათქვამია „ბლაუგრანას“ განცხადებაში.

ვიდალის კარიერას მილანის „ინტერს“ უკავშირებენ, რომელსაც დღეს გავრცელებული ინფორმაციით პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა. თუმცა, მეორეს მხრივ „ბარსა“ „იუვენტუსთან“ საუბრობს და შესაძლოა გარიგებაში ემრე ჯანიც ჩართონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103996