ფეხბურთი

16:53 | 28.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" პოგბას შეძენას აღარ აპირებს

მადრიდის „რეალმა“ პოლ პოგბას შეძენა გადაიფიქრა. As-ის ცნობით, ფრანგ ფეხბურთელში „მანჩესტერი“ მადრიდული მხარისთვის მიუღებელ თანხას ითხოვს და გარდა ამისა, ფლორენტინო პერესი მისი ყიდვით დიდად მოწადინებული არც ყოფილა.

პერესმა ზიდანმა უკვე აუწყა, რომ უმჯობესია აქცენტი სხვა მოთამაშეებზე გააკეთონ. მაგალითად ფედერიკო ვალვერდეზე, რომელიც შესანშავ სეზონს ატარებს.

ამასთან, პერესი მზადაა ზაფხულში „ნაპოლიდან“ ფაბიან რუისი ან „აიაქსიდან“ დონი ვან დე ბეეკი იყიდოს.

შეგახსენებთ, რომ პოგბას ყველაზე ხშირად „რეალსა“ და „იუვენტუსს“ უკავშირებენ. ფრანგი „ოლდ ტრაფორდის“ დატოვებას კარგა ხანია ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით ისევ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117758