ფეხბურთი

13:17 | 28.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტის" თავსატეხი სეზონი

„მანჩესტერ სიტისთვის“ მიმდინარე სეზონი მეტად წარუმატებლად მიმდინაროებს, ყოველშემთხვევაში პრემიერლიგაში. პეპ გვარდიოლას გუნდი მხოლოდ მესამე ადგილზეა და ლიდერ „ლივერპულთან“ უკვე 14 ქულიანი ჩამორჩენა აქვს, რაც „ქალაქელების“ საჩემპიონო ამბიციას პრაქტიკულად აქარწყლებს.

მიმდინარე სეზონში გვარდიოლას გუნდმა უკვე 23 გოლი გაუშვა 19 შეხვედრაში და Opta-ს ცნობით, ზუსტად იგივე შედეგია, რაც გასულ სეზონში ჰქონდა 38 თამაშის შემდეგ.

ფაქტია, „სიტის“ პრობლემები მოეძალა და ეს „ვულვზთან“ გუშინდელმა მატჩმაც ცხადჰყო, სადაც მართალია თითქმის მთელი თამაში კაცნაკლული იყო, მაგრამ ორბურთიანი უპირატესობა ქარს გაატანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118864