ფეხბურთი

23:07 | 27.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე: "2019 წელს მივიღეთ გამოცდილება, რომელიც მარტისთვის გვჭირდება"

საქართველოს ნაკრებისა და დანიური „რანდერსის“ ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ GFF Awards-ის შემდეგ WORLDSPORT.GE-სთან 2019 წელი შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ 2020 წელი უფრო წარმატებული იქნება.

„საქართველოს ნაკრებისთვის 2019 წელი ჩემი აზრით, არც ისე წარმატებული იყო, მაგრამ გავიზარდეთ, მივიღეთ გარკვეული გამოცდილება დიდ გუნდებთან თამაშის და ეს არის წინაპირობა მარტის თამაშებისთვის.

ვფიქრობ, პერსონალურად ჩემთვის ძალიან კარგი წელი მქონდა, ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მქონდა, გუნდშიც წარმატებული წელი მქონდა და ვფიქრობ, 2020 წელი კიდევ უფრო კარგი იქნება“, - განაცხადა ლობჟანიძემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117385